Sunday, October 1, 2017

გაკვეთილის გეგმა-კონფლიქტი და მისი მოგვარების გზები


გაკვეთილის  თემა
კონფლიქტი და მისი მოგვარების გზები
სწავლების საფეხური
საბაზო, მე-10 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
25 მოსწავლე, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე კლასში არ არის.
მიზანი
  • გავაცნოთ მოსწავლეებს კონფლიქტის ცნება, წარმოშობის მიზეზები და სახეები;
  • ინფორმაციის მიწოდება კონფლიქტის ბუნების  შესახებ და მისი კავშირი ყოველდღიურ ცხოვრებასთან.
შედეგი:
  • მოსწავლე შეძლებს გაანალიზოს მრავალფეროვან საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობის უზრუნველყოფის საშუალებები;
  • მოსწავლე შეძლებს მოქალაქის საზ-ბრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღებას;
მეთოდი
აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში, პრეზენტაცია,T სქემა,
აქტივობა
ინდივიდუალური, წყვილები, ჯგუფური მუშაობა
დრო
45 წთ
შეფასება
მოსწავლეები შეფასდეებისნ წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის მიხედვით
სასწავლო მასალადა ტექნიკური რესურსები
პროექტორი, კომპიუტერი, ინტერნეტი, DVD დისკი, T სქემა, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოსატრენინგო მასალა „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“, დაფა, ცარცი, რვეული, კალამი, ფლიფრჩატი, მარკერი, თაბახის ფურცელი.
გაკვეთილის მსვლელობა
I  ფაზა პროვოცირება-  10 წთ
მისალმებისა და კლასის ორგანიზების შემდეგ მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის მიზანსა და შეფასების კრიტერიუმებს. -  1 წთ
აქტივობა 1. ვაჩვენებ ფილმსმეზობლები8 წთ.
აქტივობა 2. კითხვების დასმა უკუკავშირის დასადგენად: 1 წთ
1.რა გრძნობა გამოიწვია თქვენში ფილმმა?
2.რა პრობლემაა წამოჭრილი მასში?
II ფაზა-სიღრმისეული წვდომა -   25 წთ
აქტივობა 3 .აქტიური ლექცია თემაზე: კონფლიქტი - 10 წთ

კონფლიქტი არის უთანხმოება , განხეთქილება ლათინური სიტყვაა, რაც ნიშნავს „შეჯახებას“.
კონფლიქტი  შეიძლება იყოს 2 სახის: შინაგანი და გარეგანი. კონფლიქტურ სიტუაციაში შეიძლება ვიხელმძღვანელოთ ორი განსხვავებული ინტერესით . ერთის მხრივ გვინდა მიზნის მიღწევა, მეორეს მხრივ მხარესთან არსებული ურთიერთობა . ხუთი განსხვავებული სტრატეგია არსებობს :     
   1.კონკურენცია
   2. განრიდება
   3.კომპრომისი
   4. თანამშრომლობა
    5.შეგუება
საზოგადოებაში კონფლიქტის სრული მოსპობა შეუძლებელია ,მაგრამ შესაძლებელია მისი თავიდან აცილება . კონფლიქტი უარყოფით ასოციაციას იწვევს , მაგრამ დადებითი მომენტიც გააჩნია
. კონფლიქტი წარმოაჩენს პრობლემებს , რომლებიც გადაწყვეტას მოითხოვს ;
. კონფლიქტი იძლევა ევოლუციური (განვითარების ეტაპობრივი პროცესი) ცვლილებების საშუალებას ;
. კონფლიქტი გვეხმარება გავარკვიოთ, ვინ ვართ ჩვენ და ვინ არის ჩვენი ოპონენტი;
. ზოგჯერ უარყოფითი ემოციებისჩუმდაგროვებას ღია კონფლიქტი სჯობს.  ამ შემთხვევაში კონფლიქტი განმუხტვის საშუალებას წარმოადგენს.
მრავალი ტიპის კონფლიქტი არსებობს . მისი მიზეზბის მიხედვით ინფორმაციასთან დაკავშირებული კონფლიქტი - როდესაც მიზეზი არასწორი, დამახინჯებული და არასაკმარისი ინფორმაცია იქცევა ხოლმე .ასეთი კონფლიქტის მოგვარება ინფორმაციის დაზუსტებითაა შესაძლებელი . ურთიერთდამოკიდებულებასთან დაკავშირებული კონფლიქტი - მაგალითად მოლაპარაკების დროს არ ჩათვალეს თანასწორ პარტნიორად ,არ მოუსმინეს და ა.შ . ასეთ განცდებს რეალური საფუძველი შეიძლება ჰქონდეთ ან არ ჰქონდეთ.კონფლიქტის მოგვარებისას უნდა გავითვალისწინოთ ემოციური ფონი. . . .      
-  ღირებულებასთან დაკავშირებული კონფლიქტი - რა არის კარგი , სამართლიანი , ამორალური- მორალური,  კეთილი - ბოროტი. ამგვარი კონფლიქტის დროს მნიშვნელოვანია თითოეული მხარის მიერ  სხვათა აზრის აღიარება . ინტერესთან დაკავშირებული კონფლიქტები.  ინტერესი შეიძლება იყოს მატერიალური (ფული, ქონება, და ა.შ.) და არამატერიალური ( სტატუსი , აღიარება )
ასეთ შემთხვევაში უკეთესია მხარეები შეხვდნენ და გაუზიარონ ერთმანეთს ინტერესები.
        კონფლიქტის წარმოშობის მიზეზები :
- იდეოლოგირი;
.- კონომიკური;
.-სოციალური;
-ფსიქოლოგიური;
კონფლიქტის განწვავებას იწვევს საწყისი ქმედება
2.პრობლემის გამრავლება
3. ალიანსის შექმნა
4. კომუნიკაციის დამახინჯება
5.უკიდურესი პოზიციები
6 . ზიანის მიყყენება
როგორ შევაჩეროთ კონფლიქტი  ანუ დესკალაცია დესკალაცია :
1. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე ,გრძნობებსა და აზრებზე - აღიარეთ თქვენი წვლილი კონფლიქტის გაღვივებაში ;
2. ოპონენტის ქცევამ არ განსაზღვროს თქვენი ქცევა ;
3. გაითვალისწინეთ მეორე მხრის ინტერესები . გრძნობები უნდა გამოხატოთ ყვირილის გარეშე . საუბრისას კონკურენტული თემა არ უნდა განავრცოთ.
      ქცევის სტრატეგიები :
1. კონკურენცია
2. განრიდება
3.კომპრომისი
4. თანამშრომლობა
5. შეგუება
აქტივობა 4. ჯგუფური მუშაობა - ურთიერთწინააღმდეგობრიობა ადამიანის უფლებებში:   ხუთი შემთხვევა - 5 წთ.
  1-ლი ჯგ. შემთხვევა 1
დათო 8 წლისაა, რომელიც სერიოზულად დაშავდა ავარიაში და სასწრაფოდ სჭირდება სისხლის გადასხმა.რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდნარე,ბიჭის მამა სისხლის გადასხმის სასტიკი წინაამღდეგია. დათოს დედას და ექიმებს კი სურთ, გადაარჩინონ ბიჭის სიცოცხლე
 
მე-2 ჯგ. შემთხვევა 2
 საავადმყოფოს  სასწრაფო სამედიცინო სამსახურის განყოფილებაში ადამიანთა შეზღუდული რაოდენობა მუშაობს. ერთ საღამოს , ძალიან ბევრი პაციენტის თავმოყრის გამო  მხოლოდ ერთი საოპერაციო ოთახი აღმოჩნდა თავისუფალი. ორი პაციენტი სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს. ექიმებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვის მიანიჭონ უპირატესობა, პატარა ბავშვს თუ წარმატებულ ბიზნესმენს.
  
მე-3 ჯგ.  შემთხვევა 3
   გიორგი არის პარტიის წევრი , რომლისთვისაც ძალიან ძვირფასია ოჯახური ღირებულებები. გიორგის პარტიის ოფისში ჟურნალისტი აღმოაჩენს სასიყვარულო წერილებს , რაც ადასტურებს , რომ გიორგი მეუღლეს ღალატობს . ჟურნალისტი ამ წერილებს აქვეყნებს .
 მე-4 ჯგ. შემთხვევა 4
 იოჩოუ განვითარებად ქვეყანაში ცხოვრობს . ის ღარიბია და საკუთარი სახსრებით მხოლოდ საბაზო საჭიროებების დაკმაყოფილება შეუძლია . მას სწავლის დაწყება სურს , მაგრამ არ აქვს სათანადო მატერიალური რესურსი . სახელმწიფო მას ვერ ეხმარება სწავლის საფასურის დაფარვაში , რადგან მთელი სახელმწიფო რესურსი მოსახლეობის ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებაზეა მიმართული .
 
მე-5 ჯგ. შემთხვევა 5
 ადგილობრივ ხელისუფლებას სურს , ააშენოს სკოლა ბავშვების სათამაშო მოედანზე . სკოლის აშენების შემთხვევაში ბავშვებს აღარ ექნებათ ადგილი , სადაც თამაშს შეძლებენ .

აქტივობა  5. პრეზენტაცია 2-2 წთ

III ფაზა -რეფლექსია ანუ გააზრება -   10 წთ
                                 
აქტივობა 6. – 3 წთ.
კონფლიქტი ჩვენი ცხოვრების განუყრელ ნაწილს წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც ადამი და ევა სამოთხიდან გამოაძევეს, კონფლიქტი ადამიანთა მოდგმის მუდმივი თანამდევი გახდა, იბადება და ქრება ცივილიზაციები, იცვლება წყობილება, მაგრამ არ ნელდება დაპირისპირება. ადამიანები ყოველდღიურად დგებიან მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე და ხშირად წარმატებითაც უმკლავდებიან მათ. მაგრამ ხშირად კონფლიქტს მეტად უარყოფითი , ზოგჯერ კატასტროფული შედეგები მოაქვს.

  სიტყვა კონფლიქტი თავდაპირველად ჩვენში მხოლოდ უარყოფით ასოციაციებს აღძრავს. მაგრამ კონფლიქტს დადებითი მხარეებიც აქვს.
აქტივობა 7.- 5წთ.
T სქემის დახმარებით მოსწავლეები აკეთებენ შეჯამებას

კონფლიქტის დადებითი მხარეები:
კონფლიქტის უარყოფითი მხარეები:
  • გადასაწყვეტი პრობლემების წარმოჩენა;
  • ევილუციური ცვლილებების შესაძლებლობა;
  • ძალისმიერი გადაწყვეტილების მიღების საჭიროების შემცირება;
  • თვითშემეცნების შესაძლებლობა;
  • წყენისა და მტრული დამოკიდებულების განმუხტვის საშუალება;
  • სტიმულირება ზოგიერთვისთვის;
  • ჭკუის სწავლების შესაძლებლობა.
  • გაფუჭებული ურთიერთობები
  • ბრაზი
  • სიძულვილი
  • წყენა
  • შურისძიება
  • მტრობა
  • ომი

აქტივობა 8 .შეფასება და საშინაო დავალება - 2 წთ.




2 comments: