Tuesday, October 3, 2017

პროექტი-ჩემი ოცნების გმირი



1 პროექტის სახელწოდება
ჩემი ოცნების გმირი
2 პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით
მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საკუთარი თვისებები მისწრაფებები და შესაძლებლობები.
3 პროექტის აქტუალობა
ახალგაზრდებს რამდენად კარგად  აქვთ გაცნობიერებული გმირის მნიშვნელობა მოგზაურობენ თუ არა წარსულში მოსწავლეები.
4 პროექტის მიზნები
მოსწავლე დამოუკიდებელად იღებს ცოდნას ,ეჩვევა კვლევა ძიებას თანამშრომლობს, იზიარებს სხვის მოსაზრებებს დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს.მოსწავლეს უვითარებს შეფასების და თვითშეფასების უნარს.
5 მონაწილეთა ასაკი
14-15 წელი
6 ვადები ხანგრძლივობა
10დღე
7 მოსალოდნელი შედეგები პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები აირჩევენ სასურველ გმირს დაწერენ მის შესახებ, მოიძიებენ მასალას და გეგმავენ აქტივობებს. პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ შედეგებს,რაც სრულდება შეფასებით,ურთიერთშეფასებით,თვითშეფასებით.
8 პროექტებისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
ინტერნეტი,სახელმძღვანელო,ფორმატი, თაბახები,სურათები.

Sunday, October 1, 2017

გაკვეთილის გეგმა-კონფლიქტი და მისი მოგვარების გზები


გაკვეთილის  თემა
კონფლიქტი და მისი მოგვარების გზები
სწავლების საფეხური
საბაზო, მე-10 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
25 მოსწავლე, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე კლასში არ არის.
მიზანი
  • გავაცნოთ მოსწავლეებს კონფლიქტის ცნება, წარმოშობის მიზეზები და სახეები;
  • ინფორმაციის მიწოდება კონფლიქტის ბუნების  შესახებ და მისი კავშირი ყოველდღიურ ცხოვრებასთან.